პროექტის მთავარი
იდეა: პოემა „თორნიკე ერისთავში“ შეტანილი ღვთისმშობლის ხატის
ამბის შესახებ დამატებითი მასალების მოძიებით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება იოანე-თორნიკესი
და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორიაზე.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა
მიიღონ მეტი ცოდნა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ და
შეიგნონ ამ წმინდა ადგილის ჭეშმარიტი ღირებულება,
განიმტკიცონ რწმენა.
პროექტის მიზნები: მხატვრული ტექსტის წაკითხვის, ინფორმაციის ამოკრების,
გეგმის შედგენის, პერსონაჟის დახასიათების, თხრობითი ხასიათის ტექსტის შექმნის, ენობრივი ნორმების დაცვის, ტექსტის რედაქტირებისა
და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენის უნარის განვითარება.
ა)საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობის მიმოხილვა
მე-10 საუკუნეში;
ბ)იოანე-თორნიკეს ღვაწლის შეფასება;
გ)ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენება და ხატის სასწაულებრივი გამოცხადება;
დ)სასწავლო ექსკურსია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
მშენებარე ეკლესიაში;
ე)ქართული სიწმინდეების მდგომარეობა თანამედროვე ეპოქაში
ათონის მთაზე მამა რევაზის დახმარებით და ამაზე გადაღებული ფილმის ნაწყვეტების ნახვა.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
5-6 თვე 2015 წლის მაისი
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა) ვიდეოფირი ექსკურსიის შესახებ;
ბ) სლაიდშოუ ათონის სიწმინდეების შესახებ;
გ)კედლის გაზეთი;
დ) თხზულებები თემებზე:იოანე-თორნიკეს ღვაწლი;
ივერიის ღვთისმშობლის ხატის
ისტორია;
ქართული სიწმინდეების აწმყო ათონის მთაზე
პროექტისათვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი, ვიდეოკამერა,
რუკები,ფოტოაპარატი, ფორმატის ქაღალდი, წიგნები...
პროექტის მსვლელობა:ა) გეგმის შედგენა
და დავალებების განაწილება;
ბ)მასალების მოძიება;
გ)თხზულებების მომზადება და კორექტირება;
ე) ვიდეოს გადაღება
და დამონტაჟება;
ვ)პრეზენტაციის
მომზადება და წარდგენა;
ზ)შეფასება.
ზ)შეფასება.
კავშირი საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
კავშირი ისტორიასთან;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-
მე-7 7, 9, 10, 11, 13, 14.
პროექტის ხელმძღვანელი: 118-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი თამარ ბაშარული
ხელმძღვანელის ელფოსტა: basharulitamar@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://basharulitamar.blogspot.com/
პროექტის ვებ-გვერდი: http://basharulitamar.blogspot.com/
No comments:
Post a Comment